"რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს" - ზელენსკი სავარაუდო პერიოდს ასახელებს

28.03.24 20:22
"რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს" - ზელენსკი სავარაუდო პერიოდს ასახელებს

მაისის ან ივნისის ბოლოს რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს რუსების შეკავება, პარტნიორების დახმარების გარეშე

„ამისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მომზადება, არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება“, - თქვა ზელენსკიმ.