"რუსეთი გაზაფხულიდან შეტევების ახალ სერიას დაიწყებს" - ზელენსკი პარტნიორებს დახმარებას სთხოვს

უკრაინას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გაზაფხულიდან შეტევების ახალ სერიას დაიწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ "CBS News"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, ძალისხმევა გაააძლიერონ და ომში მყოფ ქვეყანას უფრო მეტად დაეხმარონ, რადგან პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტის აზრით, თუ არ იქნება დახმარება, უკრაინელ სამხედროებს მტრის შეკავებაა გაუჭირდებათ.
არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ ამისათვის, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან პარტნიორები ზოგჯერ ძალიან ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. ჩვენ დახმარება ახლა გვჭირდება. ბახმუტში, ავდეევკაში, ლისიჩანსკში, სოლედარში და ა.შ. ძალიან რთულია მტერთან ბრძოლა, რომლის საარტილერიო ჭურვი 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე ისვრის, ჩვენი ჭურვი კი 20-მდე, - აღნიშნა პრეზიდენტმა.