ცათამბჯენი იწვის - ბრაზილიის ქალაქში ხანძარი იყო
ბრაზილიის ქალაქ რესიფეში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ შენობის დამწვარი ნაწილები სახურავიდან ვარდება.
ტორეს რაიონში, სადაც შენობა მდებარეობს, ელექტროენერგია უსაფრთხოების მიზნით მთლიანად გაითიშა. 25-სართულიანი ცათამბჯენის მიმდებარე ქუჩები სასწრაფო დახმარების სამსახურებმა შემოღობეს. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული, საბოლოოდ ხანძრის ლოკალიზება მოხდა.
საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.