რუსეთი ღამით უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო - აშშ-ის ელჩი

რუსეთი მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ - უკრაინაში აშშ-ის, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ უკრაინაში წუხელ და დღეს დილით განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინას დახმარება ახლავე აღმოუჩინონ.
„რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება. ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო“, - დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.
რუსებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს.