ალეპოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მათ შორის 36 ჰეზბოლას მებრძოლია
სირიაში, ალეპოს აეროპორტის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის არმიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 36 გარდაცვლილი ჰეზბოლას მებრძოლია. ასევე მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
ბრიტანეთში დაფუძნებული სირიული ობსერვატორიის ცნობით, რაკეტები ალეპოს მიმართულებით ჰეზბოლას ბაზების წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელეს. სირიული მედია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ისრაელის წარმომადგენლებს ალეპოში სარაკეტო თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებიათ.