ევროპა ომის წინა პერიოდშია და ეს წარსულის კონცეფცია აღარ არის - ტუსკი

29.03.24 17:19
ევროპა ომის წინა პერიოდშია და ეს წარსულის კონცეფცია აღარ არის - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს.

ის ევროპელ ლიდერებს უკრაინის დახმარების გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.

არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია. ეს უკვე რეალურია და ორი წლის წინ დაიწყო", - თქვა მან.