თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში 9 მაისს ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 9 მაისს აშშ-ს ეწვევა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ეს ვიზიტი ერდოღანისთვის პირველია.
როგორც ცნობილია, ლიდერებს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს.
2019 წლის შემდეგ ეს იქნება ერდოღანის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელთანაც კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა. 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, ანკარა ცდილობს პირადი შეხვედრის ორგანიზებას აშშ-ს პრეზიდენტთან.