ზელენსკიმ დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაამტკიცა

29.03.24 22:44
ზელენსკიმ დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაამტკიცა

მოლდოვაში უკრაინის ახალი ელჩის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი დაინიშნა - მისი კანდიდატურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოლდოვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

"ოლექსი დანილოვი გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ სფეროში. მე დავამტკიცე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალი ელჩის თანამდებობაზე.", - განაცხადა ზელენსკიმ.