რუსული "ეფ-ეს-ბე" ამტკიცებს, რომ ტერაქტის ახალი მცდელობა აღკვეთეს - დაკავებულია 3 პირი
რუსული "ეფ-ეს-ბე" ამტკიცებს, რომ ტერაქტის ახალი მცდელობა აღკვეთეს. კრემლის მართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების სამსახურმა სამი ადამიანი დააკავა. სამივე მათგანი შუა აზიიდანაა.
რუსული გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილი პირები თავდასხმას სტავროპოლის ოლქში, ხალხმრავალ ადგილზე გეგმავდნენ. რუსული პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან ასაფეთქებელი მოწყობილობაც ამოიღეს. სამივე მათგანი ახლა ბრალის წარგგენას ელოდება. ეჭვმიტანილებს სავარაუდოდ ტერორიზმის მუხლით გაასამართლებენ.