"კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტის საქმეზე ტაჯიკეთში 15 ადამიანი დააკავეს

30.03.24 12:38
"კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტის საქმეზე ტაჯიკეთში 15 ადამიანი დააკავეს

"კროკუს სითი ჰოლის" ტერაქტის საქმეზე ტაჯიკეთში 15 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტი ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 6 პირი დუშამბეში, ხოლო 9 ეჭვმიტანილი ვახდატში დააკავეს. რა კავშირი აქვთ მათ მოსკოვში მოწყობილ ტერაქტთან, ახლა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მსგავსი სიახლეები