ჩხრეკა პერუს პრეზიდენტის სახლში - პოლიცია არადეკლარირებულ "როლექსის" საათს ეძებდა
პერუში, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს - პოლიციელები არადეკლარირებულ "როლექსის" საათს ეძებდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჩხრეკა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და პროცესში 40-ამდე პირმა მიიღო მონაწილეობა.