ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

30.03.24 14:21
ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი პირველი თანაშემწე, სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი გაათავისუფლა - უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო არიან.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით დგინდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები, ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაიაც დაითხოვა.

მსგავსი სიახლეები