"უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის მხარს ვუჭერთ იქამდე, სანამ საჭირო იქნება" - შოლცი

30.03.24 17:41
"უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის მხარს ვუჭერთ იქამდე, სანამ საჭირო იქნება" - შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ომში ჩართული ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთელ ადასტურებს.

შოლცი ამბობს, რომ უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

თავისუფლების გარეშე მშვიდობა ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის მხარს ვუჭერთ იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს.

უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა - საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასოდეს! პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია და მისი ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერას მტკიცედ და წინდახედულად გავაგრძელებთ", - ამბობს შოლცი. 

მსგავსი სიახლეები