რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის საქმეს აშუქებდა

31.03.24 10:33
რუსეთში დააკავეს ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის საქმეს აშუქებდა

რუსეთში ექსტრემიზმის ბრალდებით ჟურნალისტი დააკავეს. ანტონინა ფავორკაიას პუტინის გამოძიება ექსტრემისტული დაჯგუფების საქმიანობაში ჩართულობას ედავება. ფავორკაია ის ჟურნალისტია, რომელიც ალექსეი ნავალნის ბურუსით მოცული სიკვდილის შემდეგ  პოლიტიკოსის საქმეს აშუქებდა. 

ეფ-ეს-ბე ამტკიცებს, რომ მან ნავალნის ფონდისთვის, რომელიც მოსკოვში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მასალების შეგროვება დაიწყო.

ფავორკაიას ხელბორკილები ნავალნის საფლავზე დაადეს და 28 მაისამდე პატიმრობაში გაუშვეს.