ზელენსკი საკადრო ცვლილებებს აანონსებს

31.03.24 10:36
 ზელენსკი საკადრო ცვლილებებს აანონსებს

ვოლოდიმირ ზელენსკი საკადრო ცვლილებებს აანონსებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გეგმავს, კაბინეტი ბევრად უფრო ფუნქციური გახადოს. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ცვლილელებები მრჩევლებით დაიწყება, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეცვლის კანდიდატების სია უფრო გრძელია.

სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას ვაგრძელებთ. ამ კვირაში რამდენიმე ცვლილება განხორიცელდა და ეს ყველაფერი არ არის, რაც მომზადდა. დღეს არის ახალი განკარგულებები მრჩევლებთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ თითოეულის მუშაობისთვის. ოფისს უფრო ფუნქციონალურს ვხდით, - ამბობს ზელენსკი.