რუსებმა ხერსონსა და ოდესაზე მასიური იერიში მიიტანეს

რუსებმა ხერსონსა და ოდესაზე მასიური იერიში მიიტანეს. დაბომბილია ენერგეტიკული ობიექტები და აგროინდუსტრიული ზონები. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ოკუპანტები უკრაინას თავს ჯერ კამიკაძე დრონებით, შემდეგ კი ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. საჰაეროო თავდახმა ორი საათი გრძელდებოდა. უკრაინელებმა რვა დრონის ჩამოგდება მოახერხეს. ხერსონსა და ოდესაში განხორციელებული იერიშის გამო დაზიანებულია ენერგოგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი.