თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციამ მოიგო - ერდოღანი მარცხს აღიარებს

თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. "რესპუბლიკურმა პარტიამ" თურქეთის 82 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა. ერდოღანი მარცხს აღიარებს.
ერდოღანის პარტია დამარცხდა სტამბოლშიც. ოპოზიციიის კანდიდატები ლიდერობენ ოცზე მეტ ქალაქში, მათ შორის, იზმირსა და ანტალიაში.
მუნიციპალურ არჩევნებში 34 პარტია მონაწილეობდა. რეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვი კი 61 მილიონს აღემატებოდა.
პირველადი შედეგების დათვლის შემდეგ სტამბულის ქუჩები ხალხით გადაივსო. ხალხი ეკრემ იმამოღლუს გამარჯვებას ზეიმობდა, რომელიც სტამბულის მერად ხალხმა ჯერ კიდევ 2019 წელს აირჩია. იმამოღლუმ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ თურქეთში ერთკაციანი მმართველობა დასრულდა.
ისევე, როგორც სტამბულმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მტავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ის, ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითეთებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი, ეს დასრულებულია! რესპუბლიკა და დემკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით, - თქვა სიტყვით გამოსვლისას იმამოღლუმ.
ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს სიტყვით ერდოღანმაც მიმართვა და თქვა, რომ მისი დამარცხების მიუხედავად, ეს არჩევნები თურქეთის გაამრჯვებაა.
9 თვის შემდეგ 14 მაისი გამარჯვებიდან ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ჩავაბარეთ გამოცდა მუნიციპალურ არჩევნებზე. 31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. ჩენ ჩვენი პარტიის ნაკლოვანებებს შევავსებთ მომდევნო 4 წელიწადში. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა. არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი, ამ გამარჯვებაში დამარცხებული არ არის, - განაცხადა ერდოღანმა.
21 წლის წინ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა.