IDF-ის ორკვირიანი რეიდების შედეგად, ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფო ჩამოინგრა

01.04.24 18:45
IDF-ის ორკვირიანი რეიდების შედეგად, ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფო ჩამოინგრა

ღაზას სექტორში არსებული ალ-შიფას საავადმყოფო, ისრაელის ჯარისკაცების მიერ ორკვირიანი რეიდების შედეგად, ჩამოინგრა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნანგრევებში არაერთი დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს.

უწყება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ჩატარებული სამხედრო ოპერაციით 200 "ტერორისტი" მოკლეს, ხოლო ასობით პირი დააკავეს. ისრაელი ირწმუნება, რომ ალ-შიფაზე თავდასხმა იმიტომ განახორციელეს, რომ "ჰამასის" წევრებს სწორედ საავადმყოფოს ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული.