დამასკოში, ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა - Reuters
სირიის ქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოს გვერდით არსებულ შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მუჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.
ირანული მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდასხმას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.