რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის საქმეზე, მეათე პირი დააკავეს

01.04.24 22:48
რუსეთში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის საქმეზე, მეათე პირი დააკავეს

"კროკუს სითი ჰოლზე" მომხდარი ტერატქის საქმეზე, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მეათე პირი დააკავა - მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ხელბორკილები იაკუბჯონ იუსუფზოდას დაადეს.

რუსული გამოცემების ცნობით, ის 25 მარტს, საბუთების შემოწმების დროს, პოლიციისთვის წინაააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. სასამართლობ ბრალი ტერორიზმის მუხლით წარუდგინა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ.