ირანის საკონსულოზე თავდასხმა საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

01.04.24 23:18
ირანის საკონსულოზე თავდასხმა საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში, ირანის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანი თავდასხმას აუცილებლად უპასუხებს.

დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა არის ყველანაირი საერთაშორისო კონვენციის დარღვევა," - განაცხადა ამირაბდოლაჰიანიმ.

ცნობისთვის, სირიის ქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოს გვერდით არსებულ შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მუჰამედ რეზა ზაჰედი დაიღუპა.