"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი ციხეში გარდაიცვალა - მედია
რუსეთში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში დაიღუპა. ამის შესახებ „აგენტსტვო. ნოვოსტი“ იტყობინება.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჩეჩნურ ოპოზიციურ Telegram არხზეც, სადაც წერენ, რომ უსპანოვს გატეხილი ჰქონდა ნეკნები და ხერხემალი, სხეულზე კი დახრჩობის და სისხლჩაქცევების ნიშნები აღენიშნებოდა. 1ADAT-მა გამოაქვეყნა მორგში გადაღებული ვიდეოც, სადაც უსუპოვის ცხედარზე ძალადობის ნიშნები ჩანს. ვიდეოს ავტორი ირწმუნება, რომ პოლიციამ უსპანოვის თვითმკვლელობა დანაშაულის დაფარვის მიზნით მოაწყო. თუმცა, უსპანოვის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიასა და ტერაქტში მის მონაწილეობას უარყოფს.