რუსეთის მკვლელობისა და დივერსიების დანაყოფის სპეცოპერაცია თბილისში - რას ამბობს სახდეპი

რუსეთის მკვლელობისა და დივერსიების დანაყოფის სპეცოპერაცია თბილისში - სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირველი ოფიციალური კომენტარი გავრცელდა.
უწყების პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა კონკრეტული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ დეტალურად არ ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკაა " არ დაადასტუროს კონკრეტული ცნობები", "ჰავანის სინდრომის" შესახებ.
"რასაც ჩვენ ვაკეთებთ [ჰავანის სინდრომით] დაზარალებულ დასაქმებულებთან დაკავშირებით [არის ის, რომ], ჩვენ მიღებული გვაქვს "ჰავანის აქტი", რომელიც დამტკიცებულია კონგრესის მიერ. ეს იძლევა დამატებითი დახმარების საშუალებას, დაზარალებული თანამშრომლებისთვის.
"ჩვენი პერსონალების უსაფრთხოება, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება, სახელმწიფო მდივანი ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია",- თქვა მილერმა
დიპლომატების საცხოვრებელ უბანში, საიდუმლო მისიით ჩამოსულმა აგენტმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. სუსი ამ დრომდე დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.
„პუტინის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა“ - ასე პასუხობს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დადასტურდა, რომ კრემლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაყოფის სპეცაგენტი საქართველოში იმყოფებოდა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. სენატორი რიში დარწმუნებულია, რომ შტატების წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია პუტინმა დაგეგმა. მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მეორე დღეა რუსული აგენტურის ქმედებები განხილვის მთავარი თემაა - სუსი დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.