ფინეთში 12 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაჭრილი ბავშვებიდან ერთი გარდაიცვალა

02.04.24 15:24
ფინეთში 12 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაჭრილი ბავშვებიდან ერთი გარდაიცვალა

ფინეთში 12 წლის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - დაჭრილი სამი ბავშიდან ერთი გარდაიცვალა. ის 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძიმეა დაჭრილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

შემთხვევა ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სროლისთვის დაკავებულია 12 წლის ბავშვი. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.