ჩვენ ვემზადებით ომისთვის - ლუკაშენკო

02.04.24 16:43
ჩვენ ვემზადებით ომისთვის - ლუკაშენკო

"ჩვენ ვემზადებით ომისთვის. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი" - ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება და ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

მისივე მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

"არავის არ დაუჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა ომი. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის. ეს ძალიან სწორად არის ნათქვამი. თუ იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ვინმე ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაგვიწყებენ ქებას, ეს იქნება კატასტროფა.

ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ" -თქვა ლუკაშენკომ.