სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში, სტამბოლის ცენტრში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ხანძარი 16 სართულიანი შენობის პირველ სართულზე, სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.