ტაივანში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

03.04.24 10:51
ტაივანში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანზე - ამ დროისთვის ცნობილია, რომ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 5 და დაშავდა ათობით ადამიანი.

 სტიქიური უბედურების ეპიცენტრი   საკურორტო ქალაქ ჰუალიანიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრე კი 7,2 მაგნიტუდა იყო. 

ამ ტერიტორიაზე ბოლო 25 წლის განმავლობაში ასეთი მძლავრი მიწისძვრა არ დაფიქსირებულა. დანგრეულია ასობით სახლი და ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხის ამოყვანას მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ.