რუსეთმა დნიპროს სკოლა დაბომბა - დაშავებულთა შორის 5 ბავშვია (ფოტოები)

03.04.24 11:00
რუსეთმა დნიპროს სკოლა დაბომბა - დაშავებულთა შორის 5 ბავშვია (ფოტოები)

რუსეთმა დნიპროს სკოლა დაბომბა - დაჭრილია 18 ადამიანი, მათ შორის, 5 მცირელოვანი ბავშვია.   სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა საწავლო დაწესებულებაზე დილით მიიტანეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება. დაჭრილების და დაშავებულების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს.