ზელენსკი რუსეთის თავდასხმების გააქტიურებას ელოდება

04.04.24 09:54
ზელენსკი რუსეთის თავდასხმების გააქტიურებას ელოდება

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდასხმების გააქტიურებას ელოდება - ომში მყოფი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პუტინი არმიას კონკრეტული მიზნების მისაღწევად ავსებს. 

უკრაინის მთავარსარდალი საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გააძლიერონ ოფიციალური კიევის მხარდაჭერა, რათა გაზაფხულზე დაგეგმილი შეტევები უკრაინის სასარგებლოდ აღმოჩნდეს ეფექტური.

"ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას უახლოეს თვეებში - მაისი და ივნისი უნდა იყოს უკრაინის გულისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში.

ჩვენ ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან რუსეთში, რა უნდათ, რას გამოიყენებენ თავიანთ ჯარში ჯარისკაცების შესაკრებად. და ჩვენ, ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს ძლიერი პასუხი რუსეთის ოპერაციებზე - რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ შესაძლებლობით, ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის".- ამბობს ზელენსკი.

ამ ფონზე ცნობილი ხდება, რომ რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი მაშველია.