საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება

04.04.24 10:03
საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, რომ კროკუსის ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება შეწყვიტოს.

ფრანგული მედიის ცნობით, ოფიციალური პარიზი მზადაა, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით რუსეთთან ითანამშრომლოს, თუმცა მაკრონის კაბინეტის მინისტრი იტყობინება, რომ საფრანგეთს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის ხელი ურევია.

მსგავსი სიახლეები