რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია - დაღუპულია 4 ადამიანი, აქედან 3 მაშველია

04.04.24 10:33
რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია - დაღუპულია 4 ადამიანი, აქედან 3 მაშველია

რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია. დაღუპულია 4 ადამიანი. ოთხიდან სამი მაშველია. დაშავებულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.


ერთ-ერთ მისამართზე მისული მაშველები დრონების ხელმეორედ თავდასხმაში მოყვნენ. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ერთი. - ნათქვამია საგანგაებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები