ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - სიმძლავრე 6.0 მაგნიტუდას შეადგენდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ფუკუშიმას რეგიონში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ძლიერი ბიძგები ივატეს, მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში დაფიქსირდა. ბიძგები ასევე დედაქალაქ ტოკიოშიც იგრძნობოდა.