დრონებით შეტევა რუსეთზე - როსტოვში სამხედრო აეროდრომი ცეცხლის ალშია გახვეული

05.04.24 10:32
დრონებით შეტევა რუსეთზე - როსტოვში სამხედრო აეროდრომი ცეცხლის ალშია გახვეული

რუსული სამხედრო აეროდრომი ცეცხლის ალშია გახვეული. მოროზოვკის რაიონზე ღამით შეტევა დრონებით მიიტანეს. როსტოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, რომ მასირებული შეტევის დროს, ჯამში, 40-მდე სამიზნე გაანადგურეს, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნეებს მაინც მოხვდა.

ამ აეროდრომს პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ არის დისლოცირებული  სუ-24-ისა და სუ-34-ის ტიპის ბომბდამშენები. 

მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ელექტრო ქვესადგურიიც.