ბაიდენის ნეთანიაჰუს აფრთხილებს - ამერიკის პრეზიდენტი ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოითხოვს

ჯო ბაიდენის გზავნილი ისრაელს - ამერიკის პრეზიდენტი ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას მოითხოვს. სწორედ ნეთანიაჰუს მთავრობის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, გააძლიერებს თუ არა შტატები ოფიციალური იერუსალიმისს მხარდაჭერას.
ნეთანიაჰუმ და ბაიდენმა სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გამართეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმებს საკვებით დახმარების ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი შეეწირა. ამერიკის პრეზიდენტის მოსაზრებით, საჭიროა ისრაელმა უფრო სპეციფიკური ნაბიჯები გადადგას, რათა სამხედრო კონფლიქტისგან რიგითმა მოქალაქეებმა და ჰუმანიტარულმა მუშაკებმა თავი დაცულად იგრძნონ.