დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანში - დაღუპულია 12 ადამიანი
ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ რეგიონში კიდევ 50 მიწისძვრა მოხდა, ბიძგები დედაქალაქ ტაიპეიშიც იგრძნობოდა.
ტაროკოს ხეობის ეროვნულ პარკში 400-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მაშველების თქმით, ადამიანები უსაფრთხოდ არიან, დაჭრილებს ვერტმფრენები გამოჰყავთ და მარაგს აწვდიან.
წვიმა ზრდის კლდეების ჩამოვარდნისა და მეწყრების რისკს, რაც ამჟამად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს,- აცხადებენ მაშველები.
ამ დროისთვის ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანის შესახებ, მათგან 3 უცხოელია, ავსტრალიისა და კანადის მოქალაქეები.