ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

06.04.24 10:16
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

6 დაღუპული და 10 დაშავებული - უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს.

როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 3 საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი.

"ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა," - ამბობს ხარკოვის მერი.