რუსეთის ქალაქ როსტოვში მილსადენი აფეთქდა
რუსეთის ქალაქ როსტოვში მილსადენი აფეთქდა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, აფეთქება 6 აპრილს, ღამით მოხდა, რა დროსაც ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ნავთობის ბაზიდან აზოვის საზღვაო პორტში გადაჰქონდათ.
უწყების ცნობით, ობიექტს რუსეთი საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.