რუსეთის სამხრეთის რეგიონიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა - მიზეზი კაშხლის აფეთქებაა
რუსეთის სამხრეთის რეგიონიდან მაშველებმა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს - მიზეზი კაშხლის ნაწილობრივ გასკდომა და სრული კოლაფსის გამოწვევის საფრთხე გახდა.
სამთავრობო უწყებების ცნობით, მაშველებმა ქალაქ ორკში სამი ცხედარი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა სამი ადამიანის გარდაცვალება წყალდიდობას.
სახელმწიფო სააგენტო TASS-ი 6 აპრილს იუწყებოდა კაშხლის სრულ კოლაფსზე, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.