უნგრეთი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა - მოსახლეობა ორბანის გადადგომას ითხოვს

უნგრეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოსახლეობის ნაწილი ვიქტორ ორბანის გადადგომას ითხოვს. ყურადღების ცენტრში რჩება ბუდაპეშტი, სადაც ბოლო დემონსტრაციაზე ათი ათასობით ადამინი გავიდა ქუჩაში. საპროტესტო მუხტს სათავეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მაგიარი უდგას. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ორბანის წინააღმდეგ მტკიცებულებები გაასაჯაროა.
მაგიარი, თავის დროზე, უნგრეთის პრემიერის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა და ამავდროულად, ერთ-ერთი მინისტრის ქმარიც იყო. მან ფარულად ჩაიწერა საკუთარ ცოლთან საუბარი, რომელმაც აღიარა, რომ ხელისუფლება ელიტურ კორუფციას ხელს აფარებს და ორბანის კანცელარიის უფროსი არჩევს გახმაურებულ საქმეზე პროკურორისთვის სასურველ მტკიცებულებებს.