"არჩევნები დღესვე!" - ისრაელში ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით პროტესტი არ წყდება

ისრაელში პროტესტი არ წყდება. მოსახლეობა ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვს, რადგან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მისმა გუნდმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ჰამასის კონტროლირებადი ტერიტორიდან მძევლების გამოყვანა.
თელავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში გამოსული ხალხი სკანდირებდა სიტყვებს "არჩევნები ახლავე"! პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებთ დაშალა.