ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის - ჯიმ ო'ბრაიენი რუსულ კანონზე

10.04.24 10:42
ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის - ჯიმ ო'ბრაიენი რუსულ კანონზე

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მეხუთე განცხადება რუსული კანონის წინაღმდეგ - თბილისში გამართულ მრავალათასიან საპორტესო აქციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი "ოცნების" მიერ რუსული კანონის შემობრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული საკანონმდებლო ინიციატივები ქვეყნის ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის.

ო'ბრაიენი ხაზგასმი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში არსებული საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატები ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, - წერს ჯიმ ო'ბრაიენი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები