უკრაინის საჰაერო თავდაცვა კრიტიკულია, გვჭირდება დახმარება და არა ხანგრძლივი დისკუსიები - ზელენსკი

11.04.24 10:39
უკრაინის საჰაერო თავდაცვა კრიტიკულია, გვჭირდება დახმარება და არა ხანგრძლივი დისკუსიები - ზელენსკი

ოკუპანტების მორიგი შეტევა უკრაინაზე - დაბომბილია ლვოვის, ოდესის, ზაპოროჟიეს, კიევისა და ხარკოვის ოლქები.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს. მასირებულ შეტევას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა გამოიყენა.

ზელენსკიმ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ ომში ჩართული ქვეყნის დახმარება გააძლიერონ.

თითოეული ჩვენი მეზობელი ევროპაში, თითოეული ჩვენი პარტნიორი ხედავს, თუ რამდენად კრიტიკულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროება. სწორედ აქ, ახლა, სწორედ რუსული ტერორის დაძლევის ჩვენი შესაძლებლობით, მსოფლიოს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყველა თანაბრად აღიქვამს ტერორს, როგორც დანაშაულს. [...] ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა და სხვა თავდაცვის მხარდაჭერა და არა თვალების დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები", - თქვა ზელენსკიმ.