ეს არასწორი გზით მოძრაობაა! ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ - სენატორი კარდინი რუსულ კანონზე

11.04.24 11:00
ეს არასწორი გზით მოძრაობაა! ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ - სენატორი კარდინი რუსულ კანონზე

გავლენიანი ამერიკელი სენატორები "ოცნების" მიერ რუსული კანონის შემობრუნებით შეშფოთებულები არიან. საგანგაშო განცხადებები ჩვენი ქვეყნის შესახებ სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტზე გაკეთდა.

საქმე რომ სერიოზულად არის და შტატები რომ მოქმედებაზეა გადასული, ამაზე მეტყველებს სენატორ ბენ კარდინის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ამერიკაში საქართველს ელჩი, დავით ზალკალიანი პირადად გააფრთხილეს და უთხრეს, რომ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება არასწორი გზით მოძრაობაა.

სენატორო შაჰინ, ვაფასებ რომ ახსენეთ საქართველოს მცდელობები, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და სწორი მიმართულებით სვლას. ეს ნამდვილად არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. მე დავუკავშირდი მათ ელჩს ჩვენი წუხილის გასაზიარებლად იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა მართლაც მოახდინოს გავლენა საქართველოს მიმართულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტზე USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერს დაუსვა კითხვა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი სიახლეები