რუსეთის კანონის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის - სამანტა პაუერი

11.04.24 11:14
რუსეთის კანონის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის - სამანტა პაუერი

ეს კანონი რუსულია და მისი ადგილი ევროპაში არ არის - საგანგაშო განცხადებები ჩვენი ქვეყნის შესახებ სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტზე გაკეთდა, სადაც USAD-ის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ პუტინის სტილის კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.

ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მისი შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს, რომ თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტახნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არამხოლოდ აღიარებული, არამედ დაცულიც", - ამბობს პაუერსი.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტზე USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერს დაუსვა კითხვა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები