ეს არ არის ევროპისკენ სვლა - სენატორი შაჰინი რუსული კანონის დაინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს შესახებ გაკეთებული საგანგაშო განცხადებები სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტზე - ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" მიერ რუსული კანონის დაინიცირების გამო და პირდაპირ ამბობს, რომ ეს ევროპისკენ სვლა არ არის.
შაჰინი იმედოვნებს, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს.
მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ეს იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ. იმედი მაქვს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მხარი დაუჭიროს იმას, რაც ხალხს სურს. ეს არის ევროპისკენ სვლა და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას", - ამბობს შაჰინი.
ეს არ არის პირველი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი კრიტიკული განცხადებები ვაშინგტონიდან მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დააინიციირა პარლამენტში უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი. საქართველოს მოკავშირეები, როგორც ვაშინგტონი, ასევე ბრიუსელი აცხადებს, რომ ეს კანონი არის რუსული სტილის და რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.