რუსეთმა ღამით ისევ შეუტია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს
ღამით რუსეთმა "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით კიდევ ერთხელ დაარტყა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ისევ ენერგოინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყებული მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში 7 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ხანძარი გააჩინა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის ენერგოობიექტზე.