"კანონი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპულ გზას" - შტატებიდან წამოსული კიდევ ერთი გაფრთხილება "ოცნებას"

12.04.24 10:12
"კანონი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპულ გზას" - შტატებიდან წამოსული კიდევ ერთი გაფრთხილება "ოცნებას"

მეშვიდე გაფრთხილება და რიგით მესამე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ბლინკენის უწყების მაღალჩნოსანი გადაჭრით ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოშორდება.

მეთიუ  მილერი ფიქრობს, რომ სადავო კანონის ძალაში შესვლით საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეში მოექცევა.  

არ მინდა, გავაკეთო უფრო ფართო შეფასება, გარდა იმ შეფასებისა, რომელიც ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით მანამდე გავაკეთე.  ჩვენ გვჯერა, რომ ის დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია". - განაცხადა მილერმა.

მსგავსი სიახლეები