ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი - პუტინი

12.04.24 10:42
ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას, უკრაინასთან ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არასდროს უთქვამს უარი დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე.     

თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სრულად ემხრობა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი. მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მომართული. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი 2014 წელს. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო...

როგორც იცით, შემდეგ, დასავლეთის ზეწოლით, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“, საჭიროა კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როგორც კი ეს გავაკეთეთ, ჩვენი შეთანხმებები სანაგვეზე მოისროლეს...

ახლა დააყენეს შვეიცარიაში რაღაც კონფერენციის გამართვის იდეა. ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და ამავე დროს ამბობენ, რომ ჩვენს გარეშეც ვერაფერს გადაწყვეტენ. ვინაიდან ჩვენ იქ არ მივდივართ, ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ დავუპატიჟებივართ და ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვემხრობით. ოღონდ არა ჩვენთვის რამე სქემების თავს მოხვევის ფორმატში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან," – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის კონსტრუქციული მუშაობისთვის.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სრულად ემხრობა რუსეთის ხელისუ ფლების პოზიციას უკრიანის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით.