ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა

ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა. ამის შესახებ რუსი პოლიტიკოსის ქვრივმა განაცხადა. იულია ნავალნაია იტყობინება, რომ პუტინის მთავარი მეტოქის პირადი ჩანაწერები უკვე 11 ენაზეა ნათარგმნი და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი შემოდგომიდან იქნება. წიგნის სახელწოდება პატრიოტია და საწყის ეტაპაზე 500 ათასი ეგზემპლიარი დაიბეჭდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ ჩანაწერების გაკეთება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის მოწამლეს.