შემაშფოთებელია - ევროკომისიის წარმომადგენელი "ოცნებას" რუსულ კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
"ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით POLITICO სტატიას აქვეყნებს.
POLITICO-სთან ანონიმურად საუბრისას ევროკომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს და მმართველ პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს.
ევროკომისიის წარმომადგენელი ინტერვიუში ხაზგასმით აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.
"საქართველოს მმართველი პარტიის მიერ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა სერიოზულად შემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ აღებული საჯარო ვალდებულებების შესაბამისად.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობა და სამართლებრივ და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი ჩართულობა და თავისუფლად საქმიანობა," - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.